ატენში ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია

26 აგვისტო 2019, 17:29 1350 ნახვა

შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძარს ებრძვიან.  რაზმათის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლის ღია კერებია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია. 

ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი უკვე ჩაერთო.

''შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან'' - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი