ორი ქართველი ჩოგბურთელი ბასილაშვილი და ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობაზე დღეს იასპარეზებენ

26 აგვისტო 2019, 12:44 3647 ნახვა

ისტორიაში პირველად, ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე საქართველოს მამაკაცებში და ქალებში თავისი წარმომადგენელები ეყოლება. დღეს, 26 აგვისტოს,  დიდ სლემზე კაცებში ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვოჩს დაუპირისპირდება. ნიკას უნგრელთან ცუდი ბალანსი აქვს. მიმდინარე წელს ოთხი დაპირისპირებიდან ბასილაშვილმა მხოლოდ ერთის მოგება შეძლო.

ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-18 ჩოგანია, ხოლო მარტონ ფუჩოვიჩი 65-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მოგების  შემთხვევაში, ქართველი მეორე წრეში ბრუკსბისა და ბერდიხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ასევე 19:00 საათიდან დაიწყება ქალთა ერთეულ თანრიგში მარიამ ბოლქვაძისა და  ამერიკელ ბერნანდა პერას დაპირისპირებაც. 21 წლის ქართველი მსოფლიო ქალთა რეიტინგში 202-ე ჩოგანია, ხოლო 24 წლის  პერა 65-ე პოზიციას იკავებს. ეს ჩოგბურთელები კარიერაში მხოლოდ ერთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

მარიამ ბოლქვაძე მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელი იქნება, ვინც გრანდ სლემის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ბოლოს დიდი სლემის ძირითად ბადეში, 2014 წელს სოფია შაფათავა გამოვიდა.

ბოლქვაძის ბოლო დროინდელი პროგრესი შესამჩნევია. 21 წლის ქართველი 2018 წლის მარტში 569-ე ადგილზე იმყოფებოდა. ახლა კი ტოპ 200-ის დებიუტის პირასაა.

თუ ბოლქვაძემ პირველი წრე წარმატებით გაიარა, მეორე ეტაპზე  პლიშკოვასა და  მარტინკოვას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი