ირანმა 1,5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ მოითხოვა

26 აგვისტო 2019, 12:26 2003 ნახვა

ირანის ხელისუფლების წევრების განცხადება.  თუკი დასავლეთს სურს ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების მიზნით მოლაპარაკებები აწარმოოს, ირანს დღეში მინიმუმ 700,000 და უკეთეს შემთხევაში 1, 5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს განმარტავენ ოფიციალური პირები.   როგორც ცნობილია, ირანის საგარეო მინისტრი საფრანგეთში  ჩავიდა და „დიდი შვიდიანის“ სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.

ზარიფი ფრანგ კოლეგასა და საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდა და შეხვედრაზე ის პირობები განიხილეს, რამაც შესაძლოა, თეირანსა და ვაშინგტონს შორის აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ შექმნილი დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში