გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეორე დღეა მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
პროცესებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.
ტყეში ცეცხლის ღია კერა აღარ არის.
ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.
ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მოქალაქეებმა ძლიერი დაკვამლიანება შეამჩნიეს და შესაბამის სამსახურებს მიმართეს.