"აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ბორდერიზაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს - "ამერიკის ხმა"

22 აგვისტო 2019, 00:29 1683 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა

"შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა საქართველოს ტერიტორიაზე ღობის დამონტაჟება რუსეთს მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან." 

ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. 

 "ჩვენ მოვითხოვთ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე [დაკავებულ] პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად." - განაცხადა პრესსპიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში