გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე საქართველოს რუკის ფორმის ახალი აბრები დაამონტაჟეს

18 აგვისტო 2019, 11:01 8190 ნახვა

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა ბათუმში, ოფიციალურად დამისამართდა. საინფორმაციო აბრა, რომელსაც ერთიანი საქართველოს რუკის ფორმა აქვს  ბათუმის მერმა, ქუჩის მკვიდრებთან ერთად მიამაგრა. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის მონაკვეთს, ეროვნული გმირის  სახელი , შარშან მიანიჭეს. 

18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის 9 აგვისტოს,რუსეთ-საქართველოს ომის დროს,  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

ფოტო:ბათუმის მერია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი