„ბათუმი რივიერა“ - ხმაური და დაპირისპირება საჯარო განხილვაზე  

15 აგვისტო 2019, 21:24 1616 ნახვა

ბიზნესის თუ ქალაქის ისტორიული ნაწილის დამცველების ინტერესები? - ვისი პოზიცია იქნება უპირატესი ბათუმის მერიისთვის, რომელმაც ცათამბჯენების მშენებლობაზე, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ბათუმი რივიერას“ პროექტის ირგვლივ ისევ ხმაური და დაპირისპირებაა. საჯარო განხილვა, რომელსაც  სპეციალისტები, კომპანიისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ, უკიდურესი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

„დაიცავი ბათუმის“ წევრები მერიისთვის გადაგზავნილ წერილთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს მოითხოვდნენ. მერიაში განმარტეს, რომ დღეს განაშენიანების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, წერილის ავტორებს კი, მათ მოგვიანებით უპასუხებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი