რატომ ეწინააღმდეგებიან მოქალაქეები ბათუმში ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობას და რა საფრთხეებს ხედავენ პროექტის განხორციელების შემთხვევაში - ბათუმის ისტორიულ კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით მერიაში ხვალ მოქალაქეების კონტრარგუმენტებს მოისმენენ.
საინიციატივო ჯგუფმა "დაიცავი ბათუმი" და 800-მდე ბათუმელმა, ხელმოწერილი დოკუმენტი მერიაში 5 დღის წინ შეიტანეს. წერილში სწორედ პროექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზეა საუბარი.