ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე 8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება

13 აგვისტო 2019, 14:48 5501 ნახვა

ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, რვა კილომეტრიანი გვირაბი აშენდება  – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მშენებლობა სავარაუდოდ  2021 წელს დაიწყება, ამაზე მეტი დეტალი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ დააზუსტა. 

აღნიშნული პროექტის შესახებ ინფრომაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა  არც აქამდე და არც ამ ეტაპზე სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტირება მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში