საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრების პირველი მარცხი მონტენეგროსთან

13 აგვისტო 2019, 11:27 1192 ნახვა

17 წლამდე წყალბურთელთა შორის თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა. ნაკრებთან დაპირისპირება საკმაოდ  დაძაბულად წარიმართა.

პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა მესამე ტაიმში სტუმრებმა ორი ბურთის სხვაობით შეძლეს წინ გასვლა და საბოლოოდ ანგარიში – 9:5 მონტენეგროს სასარგებლოდ დასრულდა.

ამ ეტაპზე საქართველოს B ჯგუფში 3 ქულა აქვს და მონტენეგროსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. დღეს ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერს საბერძნეთს დაუპირისპირდება, მონტენეგრო კი რუმინეთს შეხვდება.შემდეგ ეტაპზე ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი