საკალათბურთო ევროლიგაზე გამართული ექვსი ტურის შემდეგ სამ-სამი მოგება-წაგება აქვს თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“, რომელიც ბოლო ტურში შინ „ჟალგირისთან“ 73:88 დამარცხდა.
თორნიკემ 22 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
„ბარსელონა“ ევროლიგაზე მორიგ მატჩს 28 ოქტომბერს შინ გამართავს. მისი მეტოქე ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ იქნება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
