ბუდვაში დასასრულს მიუახლოვდა ევროპის 15-წლამდელ მოკრივეთა ჩემპიონატი, რომლის ნახევარფინალში საქართველოს რვა წევრი გავიდა. შეჯიბრების მეექვსე დღეს მათს რიგებს კიდევ ერთი ქართველი: 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოკრივე გიგი არჩაიამ მეოთხედფინალში რუმინელ რაჰმან სალის სძლია 4:1 და ბრინჯაოს მედალიც გაინაღდა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიზა ლობჟანიძემ ნახევარფინალში პოლონელ ნადია მუჩას დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და 25 ოქტომბერს ოქროსთვის ინგლისელ რაბი-ჯო დოს სანტოსს დაუპირისპირდება.
დღეს ნახევარფინალებში ფინალის საგზურისთვის რვა ქართველი მოკრივე იბრძოლებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
