ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის მცირე საგამოფენო დარბაზში. გამოფენა ოზურგეთის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, შემოქმედებითი სახელოსნოს წევრთა მიერაა ორგანიზებული.
ცენტრი, დასავლეთ საქართველოში პირველი სახელოსნოა, რომელიც დაზგურ გრაფიკაზე, ქმნის ბეჭვდით მხატვრობას. ნამუშევრები 10-დღის განმავლობაში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში იქნება გამოფენილი