ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

08 აგვისტო 2019, 13:47 1790 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „მინის სამხეცე“ - ასე ჰქვია ამერიკელი დრამატურგის ტენესი უილიამსის პიესას, რომელიც პოლონელმა რეჟისორმა  ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად დადგა.  

პიესაში  მოთხრობილია ერთი ოჯახის დრამატული ისტორია  ილუზიურ ცხოვრებასა და დამსხვრეულ ოცნებებზე.   „მინი სამხეცე“  მსოფლიოს  მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით არის დადგმული.  პრემიერა დრამატულ თეატრში 10 და 11 აგვისტოს გაიმართება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში