ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესსი ჯეი უკვე ბათუმშია, ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ღამის 1 საათზე ჩამოფრინდა. პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი კონცერტს დღეს ბლექსი არენაზე 8 საათზე გამართავს.
სასცენო სახელით ცნობილ ჯესი ჯეის მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. მომღერალი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Hwo are you გაიცნო და მან brit awards-ის ჯილდოც მიიღო.
წელს ჯესსი ჯეი განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება ბრიტანელი მომღერალი დღეს „ბლექ სი არენაზე “მსმენელის წინაშეც.