ღებინება, დიარეა და მაღალი ტემპერატურა - ამ სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს დღის განმავლობაში 50-მდე პაციენტი მიმართავს. მედიკოსები მოსახლეობას ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული სიფრხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციონ შენახვის პირობებს და მოწამვლის პირველი ნიშნებისთანავე დასახმარებლად ექიმს მიმართონ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სეზონისთვის დამახასიათებელი მოწამვლის ჯგუფური შემთხვევები წელსაც შეინიშნება.