ზღვაში დაკარგული მამაკაცი, მაშველებმა ბათუმში, რესტორან "სანრემოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპირიდან 500 მეტრში ზღვაში იპოვეს. პირველადი მონაცემებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს. 27 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმნობს.