ელექტრონული მუსიკის ფესტივალი შესაძლოა ფიჭვნარში ჩატარდეს

03 აგვისტო 2019, 21:08 2146 ნახვა

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი შესაძლოა ფიჭვნარში ჩატარდეს, ადგილი ორგანიზატორებს ქობულეთის მერიამ შესთავაზა. ფესტივალის დამფუძნებელმა შეთავაზებული ტერიტორია უკვე დაათვალიერა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავდაპირველად ფესტივალი პეტრას ციხეზე უნდა ჩატარებულიყო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა გაცემული ჰქონდა, თუმცა  ორგანიზატორების განმარტებით ადგილის შეცვლის მიზეზი სასულიერო პირებისა და მათ მიერ ანგაჟირებული მოსახლეობის პროტესტია.

მათი თქმით, მიიღეს კოლექტიური წერილი, საერთო მოთხოვნით, არ ჩატარდეს ე.წ "კაზანტიპი" პეტრას ციხის ტერიტორიაზე. წერილს ხელს 160-მდე ადამიანი აწერს. რატომ არ უნდა ჩატარდეს პეტრას ციხეზე ფესტივალი, კიდევ ერთ მიზეზად უსაფრთხოების პრობლემა სახელდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, პეტრას ციხის რელიეფური პირობებიდან გამომდინარე მკაცრად უნდა იყოს სტუმართა რაოდენობა განსაზღვრული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი