30-დან 20 შემთხვევაში დაფიქსირებული დარღვევა და 3 სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული - ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მონიტორინგის შედეგებია. სტატისტიკა უკვე ცხადყოფს, როგორი იქნება ჯამური მონაცემი 2800-მდე სამედიცინო დაწესებულების გაფრთხილების გარეშე შემოწმების შემდეგ.
აქამდე დაფიქსირებული არაერთი შეცდომისა, თუ ფატალურად დასრულებული შემთხვევის ფონზე, როგორც ჩანს მთავრობამ ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ჯერ უცნობია იქნება თუ არა ეფექტიანი მონიტორინგი, რომლის მიზანიც უსაფრთხო მომსახურების მიწოდებაა.