ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel ჟურნალისტები ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლეს.