საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ციტატა : "ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს 20-წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირება და მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.