ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა 82-ე სეზონი დახურა

01 აგვისტო 2019, 11:22 1739 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა 82-ე სეზონი დახურა. თეატრალურმა დასმა   პატარებს ღონისძიებები რამდენიმე ლოკაციაზე შესთავაზა. გაიმართა სპექტაკლ „ვეშაპიკოს“ პრემიერა,  მოეწყო პიჟამო ფართი და  კინოჩვენება.  

კინოჩვენებები თოჯინების თეატრში მომდევნო სეზონზეც გაგრძელდება.  ასევე გამოიფინა სპექტაკლების აფიშები, თოჯინები და სასცენო კოსტიუმები. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, გასულ  სეზონზე  10  სპექტაკლის პრემიერა შედგა  და თეატრმა  „დურუჯის“ პრემია აიღო. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში