ხულოში მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს

30 ივლისი 2019, 17:59 1832 ნახვა

ხულოში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. ცეცხლი სხვენში გაჩნდა. 

 ადგილზე მეხანძრე-მაშველების 4 ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ძლიერმა წყლის ჭავლმა, სახლის პირველ სართულზე საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. 

ხანძრის გაჩენის მომენტში ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. 

რა სახის დახმარებას გაუწევს ხულოს მერია დაზარალებულ ოჯახს, ამ ეტაპზე უცნობია. საკითხზე კომისია იმსჯელებს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი