თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩაქვის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ჯაბა ბერიძის თქმით, მოსახლეობა დატბორვის რისკის ქვეშაა, რადგან წყლის სამარაგო რეზერვუარებისა და ქსელების რეაბილიტაციისათვის მოძრავმა მაღალი გამავლობის მანქანებმა ასფალტის საფარი და შიდა სასოფლო ხიდი დააზიანა. მერის მრჩეველი რეაბილიტაციის საკითხებში, ჯაბა ტუღუში აცხადებს, რომ კომპანია “ეჯიტაში” სამუსაოების დროს დაზიანებულ გზის მონაკვეთს უახლოეს დღეებში აღადგენს.