მილიარდი ლარის ინვესტიციას, ბადრის და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან - მამუკა ხაზარაძე

26 ივლისი 2019, 16:00 1904 ნახვა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ,  სადაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ. 

პროკურატურა თითოეული მათგანისთვის გირაოდ მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს.

''ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი  ლარის ინვესტიციას, ბადრის და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს'' - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურაში გამართული ბრიფინგები პირველ რიგში ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. 

''ორჯერ მომიწია გადადგომა, მეორედ გუშინ გადავდექით... მას შემდეგ, რაც ჩვენმა ინვესტორებმა 98%-ით აგვირჩიეს. ამას მოჰყვა ის ფაქტი, რომ 5 წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყიფი რეპუტაცია, დააკარგვინა ძალიან მსხვილი ინვესტორები. ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ ქვეყანას უზარმაზარი ზარალი მიაყენა'' - განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა.

 მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლო სხდომაზე მივიდა, რადგან კანონმორჩილი ადამიანია და ბიზნესის კეთების 29 წლის განმავლობაში კანონი არასდროს დაურღვევია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი