„რუსთავი 2“-ის საქმე

21 ივლისი 2019, 21:04 1415 ნახვა

„გასაკეთებელი ისევ ბევრია“,  მეტს  ქიბარ  ხალვაში  ამ ეტაპზე  არაფერს     ამბობს  და  მხოლოდ ამ  სამი  სიტყვით  ეხმაურება   „რუსთავი 2“-ის თემას  სოციალურ ქსელში .  მისი პოზიცია  დღესაც  მისმა  ნდობით აღჭურვილმა პირმა, პაატა სალიამ გაახმოვანა და  თქვა, რომ  ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით   მხარეთა პოზიციები ხალვაში-აქიმიძე-დვალის შეხვედრის  შემდეგ  დაზუსტდება.  

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა  გამარჯვება   რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალსაც  მიულოცა და განაცხადა ,რომ   ეცდება ამ კომპანიის მომავალი  მათთან ერთად  დაინახოს. პაატა სალია  ირაკლი ოქრუაშვილსაც  პასუხობს,  აინტერესებს  როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა  შვიდი მილიონი დოლარი მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო და  როგორ იყიდა „რუსთავი 2“-ის წილები,  გენერალური პროკურორის პერიოდში? გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის  ინფორმაციით,,   ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.  

რაც  შეეხება რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით   ოქრუაშვილის პრეტენზიებს,  მესამე სექტორში  ფიქრობენ,   რომ  ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. პაატა სალიას განცხადებით, ის არ ფიქრობს რომ გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში. ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა, ასევე „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ კატეგორიულად უარყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი