,,მექაბიოტალე’’ ამ სახელწოდებით ხელოვნების მუზეუმში პოლონელი მხატვრის იგორ ვუიჩიკის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ფერწერულ ტილოებზე ბიოლოგიისა და მექანიკის ერთობლიობაა ასახული.
გამოფენა ქართულ-პოლონური ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცისა და ვროცლავში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე დარბაზში 10 დღის განმავლობაში დარჩება.
იგორ ვუიჩიკმა ვროცლავის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იგი დაინტერესებულია ფოტოგრაფიითაც, ასევე მუშაობს შუშაზე.