ნაგოია ბაშო 2019 - ის გამარჯვებული იოკოძუნა - კაკურიუ გახდა

21 ივლისი 2019, 13:44 2842 ნახვა

ნაგოია ბაშო 2019 - ის გამარჯვებული იოკოძუნა - კაკურიუ გახდა. მონღოლმა ტურნირის ბოლო დღეს, ლეგენდარული იოკოძუნა, თანამემამულე ჰაკუჰო დაამარცხა და მეექვსედ გახდა იმპერატორის თასის მფლობელი.

კაკურიუს წაგების შემთხვევაში, იოკოძუნების მიმდინარე ბალანსი გათანაბრდებოდა და კეტეისენი ანუ საფინალო ბრძოლა დაინიშნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კაკურიუმ მოიგო და 13:2 ბალანსით ჩემპიონი გახდა.

სამწუხაროდ, ნაგოია ბაშო წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის.

შეგახსენებთ, ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტრავმის გართულების გამო, ტურნირს მიმდინარეობისას ჩეახსნა და ის ძალებს უკვე მომდევნო ბაშოზე მოსინჯავს. 
ტოჩინოშინი კადობანში იმყოფება და იმისათვის რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს, მომდევნო ბაშოზე დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს (მინიმუმ 8:7)

ნაგოაია ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი).
ქართველმა 15 შეხვედრიდან მხოლოდ 3 ორთაბრძოლის მოგება შეძლო.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში