ახალი მეპატრონე და  სარედაქციო პოლიტიკა რუსთავი 2-ში

20 ივლისი 2019, 19:24 1693 ნახვა

რუსთავი 2-ის ახალ მფლობელსა და მენეჯმენტს, ახალი მოდავე ჰყავს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებისა და ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემდეგ, ტელევიზიის წილებზე პრეტენზიას, ყოფილი ძალოვანი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილებზე, ოქრუაშვილამდე, ძმებ ყარამანიშვილების წინააღმდეგ  რამდენიმე წელი იდავა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც საბოლოოდ,  2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა.

ამ გადაწყვეტილებით, არხი სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გახდა რუსთავი 2-ის მხრიდან, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების საგანი. მოსარჩელეები, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაზე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთად მიუთითებდნენ. მათ სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვეს, გამოეყენებინა დროებითი ღონისძიება და შეეჩერებინა  საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.   

ორ წლიანი განხილვის შემდეგ, სტრასბურგში, მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამჯერად არხი, შეცვლილი მფლობელითა და გენერალური დირექტორით მაუწყებლობს. ჟურნალისტები გარანტიებს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი