''რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშ არ დგას - პრემიერ მინისტრი

19 ივლისი 2019, 14:41 1400 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშ არ დგას და მსგავსი საუბრები ლოგიკას მოკლებულია. 

მამუკა ბახტაძის თქმით, ამის გარანტს მედიაპლურალიზმი იძლევა, რომელსაც ხელისუფლება განსაკუთრებით უფრთხილდება.

''რუსთავი 2-''-ის საქმეზე პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.  

''რა თქმა უნდა არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც ამის გარანტი გახლავთ ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი და თითოეული ჩვენთაგანი ამას განსაკუთრებით უფრთხილდება. ეს არის ჩვენი შეფასება“, – აცხადებს პრემიერი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი