დღეს ბათუმში გოჯუ-რიუ კარატეში სემინარი ჩატარდა

16 ივლისი 2019, 14:00 1131 ნახვა

დღეს ბათუმში გოჯუ-რიუ კარატეში სემინარი ჩატარდა. სწავლებაში 80-მდე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენი ჩაერთო,  მათ შორის საქართველოს და აჭარის ნაკრებების წევრები. ამასთან საქართველოს ნაკრების სპორტსმენები ზღვისპირა ქალაქში საწვრთნელ შეკრებას გადიან.

სემინარი უკრაინიდან მოწვეულმა ქართველმა სპეციალისტმა ამირან ცისკარაძემ ჩაატარა, რომელიც უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი და მსაჯია. სპორტსმენები 19-20  ოქტომბერს თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. მომავალი წლის 27-28 ივნისს კი ბათუმი გოჯუ-რიუ კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი