დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგის გამო

15 ივლისი 2019, 21:00 1518 ნახვა

 ხმაური იყო დღეს ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, სადაც ერთმანეთს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი გუნდის დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მირდატ ქამადაძე დღის წესრიგში  საქართველოს მთავრობისადმი მიმართვის პროექტის შეტანას  მოითხოვდა, რომელიც  20-21 ივნისის მოვლენებს ეხება. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია  წარმომადგენლობითმა ორგანომ ამ საკითხზე  პოზიცია დააფიქსიროს, საოკუპაციო რეჟიმს  კი საქართველოს ერთიანობის იდეა აჩვენოს.“ ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქამადაძის ინიციატივა კენჭისყრაზე ჩააგდეს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნაც. მოძრაობის დეპუტატის მიზანი მხოლოდ პროვოკაციის მოწყობა იყო, რადგან ამ ტიპის განცხადების მიღება თვითმართველობის კომპეტენცია არ არის. ამასთან ირწმუნებიან, რომ დეპუტატს წინასწარ უნდა გაევლო კონსულტაციები დეპუტატებთან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი