ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ის ჯგუფურ ეტაპში, ყველა მოგებით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა. საუკეთესო რვაში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10.
ოთხეულში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია ანგარიშით 15:13. ნახევარფინალში ირმა ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ. საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება.