ამერიკის საელჩო - არ ვყოფილვართ პარლამენტში 20 ივნისს

12 ივლისი 2019, 10:43 2211 ნახვა

ამერკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი აცხადებს, რომ 20 ივნისს ის საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად არც პარლამენტში ყოფილა. ეს კითხვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აქციის ძალადობრივად დაშლის ღამეს, ის მარტო არ ყოფილა ბრძანების გაცემის დროს და პარლამენტში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები იყვნენ.

"მე საქართველოს პარლამენტში არ ვყოფილვარ, ამ დღეს ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში" - თქვა ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებთან. ასევე მან იმედი გამოთქვა, რომ ძალადობის ფაქტები, რომელზეც მოქალაქეები საუბრობენ გამოძიებული იქნება. "მოვლენები, რაც განვითარდა 20 ივნისს მოითხოვს დეტალურ გამოძიებას. იქ ძალის გამოყენებისა და ძალადობის კუთხით, კარგია რომ ეს გამოძიება მიმდინარეობს" - თქვა ელჩმა.

20 ივნისის ღამეს ელჩების მობილიზება საქართველოს პარლამენტში არ დაადასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ ასეთი რამ პირველად ესმის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში