11 ადამიანი გარდაიცვალა და 70 დაშავდა პაკისტანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებელი შეეჯახა. სამგზავრო მატარებელს ხალხი კვეტადან ლახორში გადაჰყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელის 4 ვაგონი ცენტრალური ლიანდაგიდან გადავიდა და არასწორი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, რასაც სატვირთო მატარებელთან შეჯახება მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდოს. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები და ქალები.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.