შესაძლოა მალე აჭარაში ტყვიის სროლის ფედერაცია  აღდგეს - სპორტის სიახლეები

08 ივლისი 2019, 18:00 1807 ნახვა

• საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და  ბ დივიზიონის პრომოფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პორტუგალიის ქალაქ  ნაზარეში გამართულ ევროლიგაზე ქართველებმა ორი შეხვედრა ზედიზედ მოიგეს. ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებს 4:3 სძლია ნორვეგიის გუნდი კი 6:3 დაამარცხეს. ბოლო მესამე შეხვედრა დანიის ნაკრებთან 2:4 დათმეს. საპლაჟო ფეხბურთში მომდევნო ეტაპი 5-8  სექტემბერს გაიმართება ჯგუფის გამარჯვებულები კი ა დივიზიონი საგზურისთვის იბრძოლებენ. 

• ნაგოია ბაშოს მეორე დღეს კვლავ დამარცხდა ლევან გორგაძე. ტოჩინოშინმა შეხვედრა  მე-3 მაეგაშირა შოდაისთან დათმო. ნაგოიას ბაშოზე ტოჩინოშინი ოძეკის სტატუსითაა. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, შემდეგ ბაშოზე ის „კადობანში“ იქნება , რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურნირზე მას ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად აუცილებლად დასჭირდება მინიმუმ 8 გამარჯვება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე რუდენი იქნება.ცნობისთვის გეტყვით, რომ ლევანი ბაშოზე კვლავ ტრამვირებული ასპარეზობს. მან ბაშოს დაწყებამდე 4 დღის ადრე მხარი  დაიზიანა. 

• აჭარაში ტყვიის სროლის პრობლემებთან დაკაშირებით დღეს ჩვენთან ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ისაუბრა. თქვა რომ რამდენიმე წლის წინ აჭარის მთავრობასთან სპორტის ამ სახეობის აღდგენასთან დაკავშირებით ისაუბრეს თუმცა უსედეგოდ.    აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ტყვიის სროლის სექციას   ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებულ სპორტულ კომპლექსში განათავსებენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი