ქართველმა სტუდენტებმა ახალი სოციალური ქსელი შექმნეს

05 ივლისი 2019, 13:26 4672 ნახვა

უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ახალი სოციალური ქსელი "Feedc" შექმნეს. ვებ-გვერდი ორი თვის წინ, შეიქმნა და დღემდე განახლების პროცესში იმყოფება. აპლიკაცია სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს მის ქალაქში/ქვეყანაში, მეგობრებში დამატების გარეშე.

პოსტის მოწონების შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურად მომხმარებლის ადგილმდებარეობას ადგენს. პოსტის მოწონება/არ მოწონება ანონიმური რჩება და მხოლოდ საიტზე დარეგისტრირებულ პირს შეუძლია მისი ნახვა.

აპლიკაციას უკვე დაემატა messenger-ის და ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია.

Feedc-ს აქვს ენების ფილტრაციის ფუნქციაც, რაც ნიშნავს, იმას რომ კონკრეტული ენის მონიშვნისას იგი წაშლის ყველა ენას და კედელზე დატოვებს მხოლოდ ერთ ენაზე დაწერილ პოსტებს.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი FeedC Android და iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაციის მიზანი სოციალურ ქსელებში არსებული ბარიერების მოხსნაა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი