ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა დათმო

03 ივლისი 2019, 23:40 1777 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურის მატჩში, ბათუმის ,,დინამო’’ სტუმრად თბილისის ,,დინამოს’’ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრის დებიუტში , მეოთხე წუთზე ანგარიში გიორგი პაპავამ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 26-ე წუთზე ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფლამარიონ ჯოვინომ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდათ შანსები ანგარიშის გაზრდის,  თუმცა გოლი 82-ე წუთზე არფანგ დაფეს გადაცემის შემდეგ, ლევან კუტალიამ გაიტანა და დედაქალაქელებს გამარჯვება მოუტანა.

ოცდაერთი ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგას 41 ქულით თბილისის ,,დინამო’’  ლიდერობს, მეორე ადგილზე 40 ქულით ,,საბურთალოა’’ ,  ხოლო მესამე პოზიციას 39 ქულით ბათუმის ,,დინამო’’ იკავებს.

კრისტალებთ ეროვნულ ლიგაში ერთ თვიანი შესვენება გამოცხადდა.  ბათუმის ,,დინამო’’ შემდეგ მატჩს 4 აგვისტოს,  ბათუმში გორის ,,დილას’’ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი