ხულოში ექვს მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა. უხუცესები: ფატყუმე გელაძე, ფატი საგინაძე, შადიე ცეცხლაძე, ნინა შაინიძე, აიშე დეკანაძე და ამირან ბოლქვაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, 1000 ლარი გადასცა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ამირან ბოლქვაძე პირველი კაცია, რომელიც 100 წლის გახდა. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 34 მოქალაქე ცხოვრობს.