ვიდრე გახარია რჩება, მოქალაქეებიც რჩებიან პარლამენტის წინ - პროტესტის მერვე დღე

27 ივნისი 2019, 21:45 1275 ნახვა

მიუხედავად მთავრობის პასუხებისა,  მთავარი ისევ ხალხის მოთხოვნაა რაც უკვე მერვე დღეა არ შეცვლილა -  გიორგი გახარია ხვალ შესაძლოა პარლამენტში არ მივიდეს, მაგრამ მისი ბიუსტი პარლამენტის შენობასთან ისევ რჩება - მოქალაქეები ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

"ჩვენ არ ვაბულინგებთ რიგით პოლიციელებს, პირიქით ჩვენ მათ მადლობას ვუხდით. ჩვენ ვამბობთ, რომ ვინც გადაამეტა თავისუფლებამოსილებას და ძალადობდნენ, ისინი უნდა მიეცენ პასუხისმგებლობაში. ეს იყო არა პოლიცია, არამედ სპეცრაზმელები. და უნდა გადადგეს გიორგი გახარია, აიღოს პასუხისმგებლობა" -  განაცხადა აქციის მონაწილემ, რომელიც მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს. 

"უკვე შეუძლოდ გავხდით, თუმცა არ ვნებდებით და ვითხოვთ გახარიას გადადგომას, თუ ის გვეჯიბრება ჩვენც შევეჯიბრებით და სანამ ჯანმრთელობა მოგვცემს საშუალებას, ბოლომდე აქ ვიქნებით, ვიდრე არ გადადგება," - ამბობს აქციის მონაწილე. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი