“ღამის სერენადები” 27 აგვისტოდან იწყება

23 აგვისტო 2016, 00:00 3161 ნახვა

პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ჩატარდება. ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში 4 სექტემბერს ჩატარდება და ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა. საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში ტარდებოდა. 18 წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი 2009 წელს აღდგა. 2015 წლიდან ფესტივალს ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ამავე კატეგორიაში