აჭარის ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ქალთა და ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონია. თბილისში გამართულ შეჯიბრებაზე 2004/2005 წლებში დაბადებულ ქალთა შორის აჭარის ნაკრების ფრენბურთელთა გუნდმა ფინალში სამტრედიის ნაკრები დაამარცხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
2003/2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის კი ბათუმელებმა ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის ნაკრებს სძლია და გამარჯვებაც არავის დაუთმო.
ამ წლებში მოასპარეზე აჭარის ქალთა და ვაჟთა ნაკრები უკვე მეორედ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. ჩემპიონატზე გოგონებში ჯამში 10, ვაჟებში კი 7 გუნდი ასპარეზობდა.