უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება. დღეს გამოქვეყნდა აპელაციის შედეგები. რომლის მიხედვითაც 389 ნაშრომს შეფასება შეეცვალა. 361-ს ქულა მოემატა, ხოლო 28-ს მათგანს დააკლდა. ამასთან, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი.