რუსეთის დროშა სასტუმროზე

13 ივნისი 2019, 21:14 6793 ნახვა

ისევ რუსული დროშა და ისევ აჭარა - ოკუპანტი ქვეყნის დროშა დღეს სასტუმრო „კასტელო მარეზე“ ფრიალებდა, კადრები TV 25-მა გაავრცელა, რეაქციების შემდეგ კი მენეჯმენტმა დროშის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, უფრო მეტიც  ფეისბუქზე დაწერა სიტყვები - „რუსეთი ოკუპანტია.“

ოკუპანტი რუსეთის დროშა ბოლო პერიოდში აჭარაში რამდენიმეჯერ გამოჩნდა, გვახსოვს ბულვარში რეაქციის შემდეგ რესტორნიდან ჩამოხსნილი დროშა და ბათუმის ქუჩებში ფესტივალზე გამოჩენილი დროშების შემდეგ, მინისტრის გათავისუფლების ფაქტი. ე.წ. რუსული რბილის ძალის აღქმის, თუ კოორდინაციის,  ერთიანი მიდგომის და პრევენციის პრობლემა?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი