საქართველოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს არმიის სამხედრო ბენდი ეწვია. გაიმართა ქართული და ბრიტანული სამხედრო ორკესტრების ერთობლივი კონცერტი. მუსიკოსებმა მეტეხის ხიდზე მარშირება მოაწყვეს და ქართველ კოლეგებთან ერთად გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ჰიმნები შეასრულეს.
სამხედრო მუსიკოსებმა კონცერტზე მსოფლიო მუსიკალური ჰიტები შეასრულეს. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საელჩო და თბილისის მერია იყო.