აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანის“ მომღერალთა გუნდი ლიეტუვაში სასულიერო მუსიკის ფესტივალზე მიემგზავრება. 12 დან 19 ივნისის ჩათვლით მომღერალთა გუნდი ტელშიაის რეგიონში ფესტივალზე ძველი ქართული ხალხურ- ტრადიციული და სასულიერო ჟანრის რეპერტუარით წარსდგებიან.
ტელშიაის რეგიონი ლიეტუვაში ცნობილია, სასულიერო ხელოვნების ტრადიციებით, „არსიანის“ სახელმწიფო ანსამბლი საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობისთვის სწორედ ამ ნიშნით შეირჩა.