Google Maps-ი ​ მოსალოდნელი ქარიშხლის, წყალდიდობისა თუ სხვა კატაკლიზმების შესახებ მობილურით შეგატყობინებთ

10 ივნისი 2019, 12:50 3914 ნახვა

google-ი მომხმარებლებს კიდევ ერთ სერვისს სთავაზობს,ამჯერად კომპანია რუკას "google map"-ს გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურების შეტყობინებების სერვისი დაამატა.

SOS Alert-ი, მომხმარებელს რეალურ დროში შეატყობინებს საფრთხის შესახებ იმ ტერიტორიაზე, სადაც რეალურ დროში იმყოფებიან. საუბარია ბუნებრივი კატაკლიზმების - ქარიშხლის, შტორმისა და წყალდიდობის შესახებ.

ახალი სერვისი მომხმარებელს ვიზუალურ ინფორმაციასაც მიაწვდის და უსაფრთხოების გათვლიასწინებით, ტერიტორიის დასატოვებლად ალტერნატიულ მარშრუტსაც შესთავაზებს.

Google Maps-ის გადაუდებელი შეტყობინებები Android-ზე, iOS-ზე, კომპიუტერების desktop-სა და მობილურიდან "google map"-ზე  შესვლის შემთხვევაშიც გამოჩნდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სიახლე უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში