ზღვის სანაპიროზე ქაფის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები დამსვენებელს პლაჟზე სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებსაც სთავაზობენ. მათ საშუალება ექნებათ უფასოდ ისარგებლონ ქვიშის მოედნით, ჰამაკებითა და მაგიდის ჩოგბურთით. ქაფის ფესტივალი აგვისტოს ცხელ დღეებში კიდევ რამდენჯერმე გაიმართება.