ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ საბაზო სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, პრობლემაა ინვენტარიც.
დაზიანებულია საკლასო ოთახები, არ არის შემოსაზღვრული ეზო, არ არსებობს დარბაზი და მოედანი, სკოლაზე აბრაც კი არაა განთავსებული. პრობლემებზე აქ თავად პედაგოგები საუბრობენ. რესურსცენტრში კი დირექტორის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.