მახოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. ასევე მოეწყობა ღია მოედანი. მუნიციპალიტეტში სულ 3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, 7-ს უტარდება რეაბილიტაცია, დაწყებულია 4 ახალი სკოლის პროექტირება. შესაბამისი ვიდეო-მასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.